აბუ-დაბის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს ადგილობრივმა მილიარდერმა დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო.
ნახევარი საათის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში მისულ მომხმარებელს შეეძლო ეყიდა ნებისმიერი ნივთი, რომლის თანხასაც 26 წლის მილიარდერი აუნაზღაურებდა. ინფორმაციამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ სავაჭრო ცენტრში ათასობით ადამინი მივიდა.
მილიარდერი შეიხის თქმით, მან გადაწყვიტა ამ გზით მიელოცა ქალაქის მცხოვრებთათვის რამადანის დღესასწაული.