სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.
რაც შეეხება ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1765,5 მლნ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი).
2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.