ტრანსპორტის საქალაქო სამსახური თბილისის ქუჩებში საგზაო მონიშვნების დატანის მორიგ ეტაპს იწყებს.
როგორც თბილისის მერია იუწყება, 18 ივნისამდე კიდევ 14 ქუჩა დაიხაზება. მათ შორის: რუსთავის გზატკეცილი, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირები, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო, გორგასლისა და გახოკიძის ქუჩები. მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება წერეთლისა და რობაქიძის გამზირების დახაზვა.
აპრილიდან ერთკომპონენტიანი საღებავით საგზაო მონიშვნები 20 ქუჩასა და საგზაო მონაკვეთზე გაკეთდა. მათ შორის: აეროპორტისა და კახეთის გზატკეცილებზე, გმირთა და 26 მაისის მოედნებზე, ვაზისუბნისა და მეტრომშენის დამაკავშირებელ გზაზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ბუშის, თოფურიასა და ნონეშვილის ქუჩებზე, მარნეულის გზატკეცილზე რუსთავის გზიდან თბილისის შემოსასვლელამდე, კოჯრის გზატკეცილზე ამაღლების ქუჩიდან მთაწმინდის პარკამდე, აღმაშენებლის ხეივნისა და ზაჰესის დამაკავშირებელ გზასა და სხვიტორის ქუჩის ნაწილზე.
მათივე ინფორმაციით, ამავდროულად ცივი პლასტით დაიხაზება: ჭავჭავაძის, მოსკოვის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ფარნავაზ მეფის გამზირები, გობრონიძის, გულუას, მეფე მირიანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩები, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპირო ჩოლოყაშვილის მოედნიდან იალბუზის ქუჩამდე.