მიმდინარე წლის მაისში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 101%-ით გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს.
კერძოდ, გასულ თვეში მგზავრთა ნაკადმა ქუთაისის აეროპორტში 38 649 შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის მაისში 19 259 იყო.
აეროპორტის ცნობით, მგზავრთა ნაკადი 2017 წლის აპრილშიც გაზრდილი იყო. კერძოდ, მგზავრთა ნაკადმა 2017 წლის აპრილში 36 207 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114 %-ით მეტი იყო.