ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლებს ქართული ღვინის გულშემატკივრები კარგად იცნობენ. მათი კომპანიების მიერ ჩამოსხმული ღვინოების წარმატებების შესახებ ხშირად გვესმის საინფორმაციო საშუალებებიდან. ცოტა ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია ძალების გაერთიანება, რადგან არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასე შეიქმნა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ათობით მცირე და ოჯახურ მარანს გააერთიანებს.
„ყველაფერი ან არაფერი!“ - ორი სიტყვით ეს დევიზი საუკეთესოდ მიესადაგება იმ პრინციპებს, რომლითაც საქართველოში ბუნებრივი ღვინოების მწარმოებლები ხელმძღვანელობენ. ცოტა უფრო დეტალურად კი, ასოციაციის განმარტებით, ბუნებრივი ღვინო ნიშნავს:
1. მევენახე-მეღვინე აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შეძლებისდაგვარად თვითკმარი ეკოსისტემა.
2. მევენახე-მეღვინე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები.
3. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას.
4. მევენახე-მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას. განაგრძეთ კითხვა