ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ლონდონის გარდა ფრენების განხორციელებას პრაღის, პარიზისა და ბარსელონას მიმართულებითაც გეგმავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში ავიაკომპანია „აირზენას“ ახალი რეისი თბილისი-ლონდონი-თბილისის პრეზენტაცია იწყება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლონდონის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ავიაბილეთის ღირებულება 2 გზა 280 დოლარიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი“ სხვა ქალაქების მიმართულებითაც აპირებს ფრენების განხორციელებას. კერძოდ, 13 ივნისიდან ფრენები შესრულდება პრაღის, ივლისიდან კი პარიზის მიმართულებით. ზაფხულიდან ასევე იგეგმება ბარსელონას მიმართულებით რეისების განხორციელება. თამაზ გაიაშვილის ცნობით, ერთი ავიაილეთის ღირებულება, სავარაუდოდ, 150 დოლარიდან დაიწყება.