ყველაზე ძვირი სადილი ”საბვეის” ობიექტებში ჯდება

ყველაზე იაფად სადილი სწრაფი კვების საერთაშორისო ბრენდის ქსელებიდან შეგიძლიათ ”მაკდონალდსში” მიირთვათ, - აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში შერჩეული სადილის მენიუ, რომელშიც შედიოდა ერთი სენდვიჩი, პატარა სასმელი, სალათა და ყავა, 11,25 ლარი დაჯდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ”მაკდონალდსსა” და ”ვენდისს” შორის ფასთა სხვაობამ მხოლოდ 25 თეთრი შეადგინა.

”მნიშვნელოვანია ისიც, რომ ”ვენდისი” გამოირჩევა ყველაზე ფართო ასორტიმენტით”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ყველაზე ძვირი კი სადილი ”საბვეიში” ჯდება - 14,2.ლარი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გაზიანი სასმელის ერთჯერადი აღების შემდგომ, ”საბვეი” მომხმარებელს ულიმიტო refill-ის (”შევსების”) ფუნქციას სთავაზობს.

ბიზნეს სკოლამ კვლევა თებერვალში ჩაატარა, რომელიც შეეხებოდა თბილისში 3 ძირითადი და წარმატებული სწრაფი კვების ობიექტის ფასებს.