”გალფი” მომხმარებელს OMV-ის მიერ მოწოდებულ ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს შესთავაზებს

”გალფი” თანამშრომლობას იწყებს ავსტრიულ ნავთობგიგანტთან და ქსელში მომხმარებელს OMV-ის მიერ მოწოდებულ ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს შესთვაზებს.

OMV-ის საწავავის რეალიზაციის დაწყება კომპანიამ ახალი აქციით დაიწყო. მოწოდებით ”გადმოდი გალფზე” კომპანია მომხმარებელს ხარისხიანი საწვავის არჩევას სთავაზობს და Gulf Club-ის ყოველ ახალ წევრს საჩუქრად 10 ლარის საწვავს ჰპირდება.

”გალფის” უმაღლესი ხარისხის ბენზინი და დიზელი რუმინეთიდან საქართველოსკენ ტანკერით მოემართება, ტრანსპორტზე დეტალურად მოწმდება პროდუქციის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ იტვირთება ნავთობტერმინალზე, თუმცა, საწვავის ხარისხზე ზრუნვა აქ მხოლოდ იწყება და გალფის ხარისხის კონტროლის სამსახური პროდუქციას კიდევ რამდენიმე ეტაპზე ამოწმებს.

bpn”ტერმინალი, სადაც გალფის საწვავის მიღება ხდება, დაპროექტებული და აშენებულია API 650 სტანდარტის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ რეზერვუარები აღჭურვილია შიდა მცურავი სახურავით. მილსადენები სეგრეგირებულია იმისათვის, რომ მოვემსახუროთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს ისე, რომ მათი ხარისხი არ დაზიანდეს. ტერმინალი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას. შიდა მცურავი სახურავები უზრუნველყოფს ნაკლებ ემისიას და მავნე ნივთიერების გაფრქვევას ატმოსფეროში,” - განმარტავს ტერმინალის მენეჯერი გივი ყაჭიური.

გალფის რეზერვუარები შიგნიდან სპეციალური საღებავითაა შეღებილი, რათა პროდუქტი სუფთად შეინახოს და არ დაკარგოს თვისებები. უზრუნველყოფილია ბენზინისა და დიზელის სეგრეგირებული სატუმბი სისტემა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს მცირეოდენ არევასაც კი და ამრიგად, საწვავის ხარისხი შეულახავი რჩება.

რეზერვუარებში საწვავის რაოდენობის, ტემპერატურისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. ტერმინალის რეზერვუარებიდან რეგიონალურ ბაზებამდე საწვავი სარკინიგზო ტრანსპორტით ნაწილდება. ტრანსპორტირების შემდეგ, კომპანია, კიდევ ამოწმებს ბაზაზე პროდუქტის ხარისხს და ის მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება სპეციალურ, თანამედროვე საწვავმზიდებში. დიზელი და ბენზინი ერთმანეთისგან განცალკევებულად, სხვადასხვა საწვავ მზიდებით უკვე ავტო გასამართ სადგურებზე მიდის.

სრული ციკლის განმავლობაში, საწვავის აორთქლება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას ამცირებს.

bpnციკლის ბოლო ეტაპზე, ავტოგასამართ სადგურზე, სანამ საწვავი მომხმარებლის ავტომობილში მოხვდება, ხარისხის კონტროლის სამსახური კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ ამოწმებს საწვავის ხარისხის მდგომარეობას.

”გალფის” მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლამდე მივიტანოთ ყველაზე ხარისხიანი საწვავი, რაც კი შეიძლება შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. ის შეესაბამება ევროპის ქვეყნების სტანდარტებს და ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარეობს ურთიერთობის დაწყება ავსტრიულ ნავთობგიგანტთან OMV-ისთან, რომელიც ევროპის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. საწვავის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიისთვის, ისე თავად მომხმარებლების ავტომობილებისთვის, რომ ის იყოს უფრო მდგრადი, დიდ ხანს შეინარჩუნოს ხარისხი და მეტი მანძილი გაიაროს,” - ამბობს ”გალფის” საოპერაციო დირექტორი საბა ჯიშიაშვილი.

სიახლის პარალელურად კომპანია საკუთარი საწვავის კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. ქართულ ბაზარზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ნავთობკომპანია საწვავის კვლევის შედეგებს ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო კვლევით კომპანია SGS-ში, რომლის ლაბორატორიაც მსოფლიო ათეულში შედის. ზოგადად, საწვავის შემადგენლობაში უმნიშვნელოვანესი პარამეტრია გოგირდის შემცველობა. რაც უფრო ნაკლებია გოგირდი, მით უფრო ნაკლებად მავნებელია გამონაბოლქვი გარემოსთვის. სწორედ ამიტომ, ევროპაში, 2009 წლიდან მუშაობს უმაღლესი სტანდარტი - ევრო 5, რომელიც საწვავში გოგირდის შემცველობის ლიმიტებს აკონტროლებს.

”ჩვენი კვლევის თანახმად, ”გალფის” ქსელში რეალიზებული 95 ოქტანობის პრემიუმ ბენზინში გოგრდის შემცველობა 4.7-ია. სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური ზღვარი 10-ია. ეს ციფრები ნათლად ადასტურებს, თუ როგორი მაღალი ხარისხის საწვავს სთავაზობს გალფი მომხმარებელს,” - განმარტავს SGS-ს წარმომადგენელი.

საწვავის ხარისხზე აქცენტი გალფის სტრატეგიის კიდევ ერთ ნაბიჯში ვლინდება. კომპანია გალფის ახალი ევრო 5-ის სტანდარტის საწვავის ხარისხის კამპანიას მსოფლიოში აღიარებული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დაუჭერს მხარს.

”ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უდიდესი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია ხდება ”გალფის” სარეკლამო სახე. დიდ ხანს ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ამ კონტრაქტთან დაკავშირებით. ზაზა არ იქნება მხოლოდ სარეკლამო სახე. ის ”გალფის” ხარისხის კამპანიას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ”გალფისა” და ზაზას თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქართული კალათბურთის განვითარება და ხელშეწყობაა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გალფი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ზაზას საკალათბურთო აკადემიას დაუდგეს მხარში და იზრუნოს მის განვითარებასა და გაძლიერებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კარგ შედეგს მოიტანს და საქართველოში ზაზა ფაჩულიას დონის კიდევ ბევრი კალათბურთელი გაიზრდება,” - აღნიშნავს ”გალფის” მარკეტინგის დირექტორი ნინო ჯიბლაძე.

ზაზას საკალათბურთო აკადემიაში დღეს 600-მდე ახალგაზრდა გადის წვრთნას. აკადემიას ემსახურება ათამდე ქართველი და ორი უცხოელი მწვრთნელი.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ”გალფისგან” ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია საწვავის მოხმარების ისტორიას მობილური აპლიკაციის მეშვეობით ადევნოს თვალი.

ნანა მღებრიშვილი