თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო 130 პირისთვის, მათ შორის ფეთჰულა გიულენისთვის თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის ოფიციალურ ჟურნალ Resmi Gazete-შია გამოქვეყნებული.
სიაში ასევე შევიდნენ ის პირები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2016 წლის 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცადნენ.
მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ პირებს თურქეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ თუ განკარგულების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში თურქეთში არ დაბრუნდებიან.
ამჟამად ფეთჰულა გიულენი აშშ-ში იმყოფება, სადაც 90-იანი წლების ბოლოდან პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალს დებს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში.