ვაჭრობაში, მრეწველობასა და მშენებლობაში ბანკების დაკრედიტება შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 27.6 მილიონი ლარით (0.3%-ით) შემცირდა და პირველი მარტისთვის 10.4 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 72 მილიონი ლარით (1.8%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტაში კი - 99.6 მილიონი ლარით (1.5%-ით) შემცირდა.

იურიდიული პირებისთვის ლარში გაცემულმა სესხებმა წინა თვესთან შედარებით 21.7 მილიონი ლარით (2%-ით) მოიმატა და 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია. ხოლო უცხოური ვალუტით - 74.2 მილიონი ლარით (1.7%-ით) შემცირდა, 4.2 მილიარდ ლარამდე.

ვაჭრობის დაკრედიტება, რომელსაც ყველაზე დიდი წილი, 45,6% უკავია, 2 მილიონი ლარით შემცირდა და 2.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. მრეწველობაზე გაცემული სესხები 21.4 მილიონი ლარით შემცირდა (2,3%-ით) და 913.4 მილიონი ლარით განისაზღვრა (ამ სექტორს საერთო დაკრედიტებაში 17.2% უკავია). 8,9 მილიონი ლარით (2.1 %-ით) ნაკლები კრედიტი გამოიყო სამშენებლო სექტორზე და 424.3 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ სამ სექტორზე იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 70.8 პროცენტი მოდის.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს, თებერვლის განმავლობაში მან 28.5 მილიონი ლარით (0.6 %-ით) მოიმატა და 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია.