საქართველოში ყველაზე მეტად Samsung-ის მიერ წარმოებული მობილური აპარატებია გავრცელებული. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, Samsung-ის მიერ წარმოებულ მობილურ აპარატებს ბაზრის 28.1% უკავია.
მას მოსდევს Microsoft/Nokia (25.1%), Apple (9.2%), HUAWEI (7.7%), Lenovo (4.8%), Quectel (3.4%), TCT (2.5%), Sony/Erricson (2.4%), LG (1.7%), HTC (1.5%). დანარჩენ მწარმოებლებს კი ჯამში ბაზრის 13.6% უჭირავთ.