პირველი 3D პრინტერი, რომელსაც საჭმლის დამზადება შეუძლია (ვიდეო)

კატალონიური კომპანია Natural Machines-ი ბაზარზე საჭმლის დამამზადებელ პირველ 3D პრინტერს გამოუშვებს. ამის შესახებ El Pais-ი წერს.

მოწყობილობის წარმოება ჩინეთში უახლოეს მომავალში დაიწყება. კომპანიამ უკვე მიიღო 400 შეკვეთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ჩინეთიდან ბრაზილიიდან და რუსეთიდან.

3D აპარატს Foodini ერქმევა და ის საშუალებას იძლევა "დაბეჭდოს" სხვადასხვა სახის ცომეული - პიცა, ჰამბურგერი, ფუნთუშები, მაკარონი და სხვა. ამასთან, აპარატს აქვს შესაძლებლობა, რომ საკვები თქვენთვის სასურველი ფორმით დაგიმზადოთ. თუმცა, ზოგიერთ საკვებს მომზადება ან გაცხელება მაინც დასჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აპარატი 1000 ევრო ეღირება. პრინტერი აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომლის საშუალებით მომხმარებელი აირჩევს სხვადასხვა ჩვეულებრივ თუ ორიგინალურ რეცეპტს. საკვების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები სპეციალურ კაფსულაში წინასწარ განთავსდება.

მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ აპარატი პოპულარობას მოიხვეჭს და თანამედროვე კულინარიაში საკუთარ ნიშას დაიკავებს.

Videobpn

პირველი 3D პრინტერი, რომელსაც საჭმლის დამზადება შეუძლია