ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკში აქციების 30% გაყიდა, რაც ბანკის საერთო აქციების 3.6%-ია.
EBRD -ის ცნობით, აქციები ბრიტანელმა, ამერიკელმა და ევროპელმა ინვესტორებმა შეიძინეს.
"თიბისი ბანკის ძლიერი პროგრესი საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი როლი, თუმცა შევინარჩუნებთ იმ ფსონს, რომელიც მის შემდგომ განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებას მოგვცემს ", - განაცხადა სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და კავკასიაში EBRD- ის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა მაიკ ტეილორმა.
"როიტერის" ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში "თიბისი ბანკის" მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64,5 პროცენტით გაიზარდა და 96,6 მილიონი ლარი შეადგინა.