”ფრესკომ” ფასდაკლების ბარათები გამოუშვა

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ყველა მომხმარებელს, რომელიც ერთჯერადად, სულ მცირე, 10 ლარს მაინც დახარჯავს, 5%-იან ფასდაკლების ბარათს სთავაზობს.

”საქართველოს ბაზარზე არსებული ლოიალური ბარათებისგან განსხვავებით, რომლებსაც ქულების დაგროვების სისტემა აქვთ, „ფრესკოს“ ბარათის მფლობელს საშუალება ეძლევა, მიიღოს მომენტალური სარგებელი და გადაიხადოს 5%-ით ნაკლები ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას”, - აცხადებენ ”ფრესკოში”.

როგორც ქსელში ირწმუნებიან, დაბალი ფასების შენარჩუნების წინაპირობა საკუთარი კაპიტალით დაწყებული ბიზნესია. კერძოდ, კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერმარკეტები იჯარით აღებული არ არის, იმავდროულად, კომპანია საბანკო სესხებით არ სარგებლობს.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ქართულ ბაზარზე 2012 წლის იანვარში გამოჩნდა და დღეისათვის ვარკეთილში, მუხიანში და ორთაჭალაში სამ სუპერმარკეტს ფლობს. წლის ბოლომდე „ფრესკო“ სამი ახალ ობიექტის გახსნას საბურთალოზე, ჩუღურეთსა და ნაძალადევში გეგმავს.