თუ გაქვთ იდეა და გსურთ საკუთარი სტარტაპის წამოწყება ან უკვე გაქვთ ახლადდაწყებული ბიზნესი – დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი - „კედარიVentures“ მიზნის განხორციელებაში და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევს ფონდი ახალბედა ბიზნესს და ვინ შეძლებს ფონდთან თანამშრომლობას - „ბიზნესპრესნიუსი“ საინვესტიციო ფონდის დირექტორს, ლაშა შარიქაძეს ესაუბრა.
ლაშა შარიქაძე:
- „ქართულ ბაზარზე სტარტაპების მხარდამჭერი რამდენიმე ორგანიზაციაა და ერთ-ერთი „პალიტრა მედიას“ დაფუძნებული სტარტაპ საინვესტიციო ფონდია, რომელიც გამორჩეულია თანამშრომლობის პროცედურული სიმარტივით. ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კედარი Ventures“ ელექტრონული კომერციის და დაწყებითი ბიზნესის სფეროში ბევრი თვალსაჩინო წარმატების ისტორია გააჩნია.
„სტარტაპების საინვესტიციო ფონდის ანგარიშზეა რამდენიმე ცნობილ ქართულ სტარტაპში განხორციელებული ინვესტირება. მათ შორისაა - ყველასთვის ცნობილი ყოველდღიური ფასდაკლებების ვებ-გვერდი http://www.hotsale.ge/ , ქართული ღვინის მედია პორტალი და ინტერნეტ მაღაზია https://allwine.ge/ka/ , ბილეთების ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა https://tkt.ge/ და სხვა... შედეგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენი დახმარებით სტარტაპებმა მოკლე დროში გაზარდეს თავიანთი ცნობადობა, მომხმარებელთა რაოდენობა და სასურველ მიზანს მიაღწიეს.“
სტარტაპები, რომლებსაც ფონდთან თანამშრომლობა შეუძლიათ
- „ინდუსტრიები, რომელიც გვაინტერესებს არის ძირითადად ელექტრონული კომერცია და ნებისმიერი ინოვაციური ბიზნესი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ინოვაციური პროდუქტის შექმნის სურვილი და იდეა აქვს, იქნება ეს გლობალურ თუ ლოკალურ მასშტაბზე გათვლილი, შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ დავეხმარებით მათ და ვიქნებით ასაფრენი ბილიკი იმ წარმატების გზაზე რაც დაგეგმილი აქვთ რომ უნდა გაიარონ.“რა არის საჭირო თანამშრომლობის დასაწყებად?
- „ძალიან ბევრი ადამიანი ან გუნდია, ვისაც იდეა აქვს და ვერ გადაუწყვეტია, როგორ დაიწყოს განხორციელება, ან იდეას ხორცი შეასხა და რესურსები არ ყოფნის ბიზნესის სწრაფად გასავითარებლად. ნებისმიერი, ვინც ამ ეტაპზე იმყოფება და სჯერა თავისი იდეის წარმატების, შეუძლია დაგვიკავშირდეს მისამართზე : www.kedariventures.com. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, პირადად ვხვდები სტარტაპებს ან ფიზიკურ პირებს და თუ დავინახეთ, რომ პროექტი პერსპექტიული ჩანს, მალევე ვიწყებთ თანამშრომლობას“.რა სახის თანამშრომლობას სთავაზობს „კედარი“ ქართულ სტარტაპებს?
- „ჩვენი ფონდი მზად არის სტარტაპებს, რომლებიც ადრეულ ეტაპზე არიან, შემოსავლის გამომუშავება ახალი დაწყებული აქვს ან ეს-ესაა იწყებენ, რამდენიმე სახის დახმარება გაუწიოს. ვფიქრობ ყველა სტარტაპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პალიტრა მედიას“ მიერ წარმოებული პიარ კამპანია, მარკეტინგული რესურსების მიწოდება, ცნობადობის გაზრდა სანდო და რეიტინგული მედიასაშუალებებით, ეს არის ჩვენი პირველადი ინვესტირება. მედიარესურსთან ერთად, სტარტაპებს ფინანსურ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებასაც ვთავაზობთ. „პალიტრა მედია ჯგუფი“ წარმატებით მოღვაწეობს 8 სხვადასხვა ინდუსტრიაში. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სტარტაპისთვის შეუფასებელი ინვესტიცია იქნება წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, რისი მიღებაც შეუძლიათ ჩვენი მენეჯმენტის გუნდისგან.“