2017 წლის 1-ელ კვარტალში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა

2017 წლის 1-ლი კვარტალისთვის უძრავი ქონების ფასების მიხედვით ყველაზე ძვირი რაიონი თბილისში მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი გლდანი და სამგორი იყო.

ამის შესახებ „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გაყიდვების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 1 061 დოლარი მთაწმინდაზე; ყველაზე დაბალი 553 დოლარი კი - სამგორში იყო.

ამასთან, უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 8.61 დოლარი ასევე მთაწმინდაზე; ყველაზე იაფი - 4.27 დოლარი კი გლდანში ღირდა.

ზოგადად, გაყიდვების საშუალო ფასი 2017 წლის 1-ელ კვარტალში 1 კვადრატულ მეტრზე 836 – 887 ამერიკული დოლარი; გაქირავების კი 6.91 - 7.71 დოლარი იყო.

თბილისში გაყიდვების საშუალო ფასმა 2017 წლის 1-ელ კვარტალში 1 კვადრატულ მეტრზე 836 დოლარი; გაქირავების საშუალო ფასი კი 6.91 დოლარი იყო.