ბიზნესის წარმოებას ხელი არ უნდა შეეშალოს , - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა რურუას მიერ დასმულ კითხვას, დააზიანებდა თუ არა საქართველოს ეკონომიკას უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვა.
”ბიზნესის წარმოებას ხელი არ უნდა შეეშალოს, გააჩნია მიწების შესყიდვა ვისთვის იქნება განკუთვნილი. თუ ეს არის წარმოებისთვის განკუთვნილი, სასურველია, რომ ხელი არ შეეშალოს”, - განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი ასეთი ჩანაწერი გაჩნდება, მაშინ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს, რადგან დღეს მოქმედ პროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.