დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიაში" დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo გაიხსნა. გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით , 9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

წელს გამოფენაზე 97 კომპანია იღებს მონაწილეობას და 170-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინის საინფორმაციო პორტალი Allwine.ge. როგორც პორტალის პროექტის ხელმძღვანელმა გეგა ცხვედიანმა აღნიშნა, allwine.ge- ს აქვს თავისი ბანერი, რომელზეც 6 რჩეული ღვინოა გამოსახული.

"ღონისძიებაში მონაწილეობს allwine.ge, როგორც ღვინის ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალი და ინტერნეტმაღაზია. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ბანერი, რომელზეც 6 რჩეული ღვინოა გამოსახული, ჩვენი მომხმარებლისა და სადეგუსტაციო კომისიის მიერ არჩეული. Allwine.ge-ს დამატებითი სიახლეები ექნება, რაც გამოისახება იმაში, რომ "ბიბლუსთან" ერთად ვაკეთებთ მაღაზიებს. "ბიბლუსთან" ერთად გაგარინზე და ჭავჭავაძეზე წარმოდგენილები ვიქნებით, უკვე როგორც ღვინის მაღაზია", - განაცხადა გეგა ცხვედიანმა.