ეროვნულმა ბანკმა 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის 91-დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა 4.20 პროცენტი შეადგინა, ხოლო, მაქსიმალურმა - 4.30 პროცენტი. საშუალო შეწონილი 4.25 პროცენტით განისაზღვრა.