სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სოფლებში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სამეცნიერო-კველევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის, მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები, ვენახები და ფერმები დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და გადაჭრის გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ.
2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.