ეგვიპტე და უკრაინა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ ტურისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების რეიტინგში აღმოჩნდნენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში მსოფლიოს 136 ქვეყნის სამოგზაურო და ტურისტული სექტორია გაანალიზებული.
ანგარიშში მოცემულია რეიტინგი - თუ რამდენად უსაფრთხოა ეს ქვეყნები ტურისტებისთვის. საუბარია არა წვრილმან დანაშაულზე, არამედ აღნიშნულ 136 ქვეყანაში ძალადობისა და ტერორიზმის გავრცელების მასშტაბებზე.
ანგარიშზე დაყრდნობით, "ბიზნეს ინსაიდერი" მსოფლიოში ტურისტებისთვის 20 ყველაზე საშიშ ქვეყანას გამოყოფს, რომელთა შორის დასახელებულია უკრაინა და ეგვიპტე, სადაც ყოველწლიურად საქართველოდანაც არაერთი ტურისტი ისვენებს.
რეიტინგის თანახმად, ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანაა - კოლუმბიაა, რომელსაც მოსდევს იემენი, სალვადორი, პაკისტანი და ნიგერია.
სახიფათო ქვეყნების რეიტინგში ასევეა არიან ვენესუელა, კენია, ჰონდურასი, ფილიპინები, ლიბანი, მალი, ბანგლადეში, ჩადის რესპუბლიკა, გვატემალა, სამხრეთ აფრიკა, იამაიკა, ტაილანდი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.