წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.

შესაბამისი სამსახურები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გაწმენდითი სამუშაოები დილის 08.00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციას შეატყობინეს, რომ გზა გაეხსნათ.

თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესის გააქტიურებას, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგეტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასა არსებული მდგომარეობა, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები პრევენციის მიზნით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40წთ-ში 34-მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც იმ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენდა. სპეციალისტების განმარტებით, წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია.