ფადი ასლი: შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს გაუფრთხილებლად ანგარიშები ”გაუყინა”

ხელისუფლება კომპანიების დევნას ახორციელებს, - განუცხადა bpn.ge- ს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ.

”ჩემი პალატის სამმა წევრმა-კომპანიამ მომმართა ჩივილით, რომ შემოსავლების სამსახურმა გაფრთხილების გარეშე გაყინა მათი ანგარიშები და, უფრო მეტიც, მათი ანგარიშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა გარკვეული სახსრები”, - განაცხადა ფადი ასლიმ.

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა არ დაასახელა კომპანიები, რომლებიც, მისი მტკიცებით, მთავრობიდან ზეწოლას განიცდიან. ”ვშიშობ, ისინი უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდნენ”, - აღნიშნა ფადი ასლიმ.

მისი ვარაუდით, იმ კომპანიათა რიცხვი, რომელსაც შემოსავლების სამსახურმა ანგარიშებიდან თვითნებურად ”ჩამოაჭრა” ფინანსური სახსრები, გაცილებით მეტია.