თუშეთში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „გერალის“ თანამშრომელმა მალხაზ ოთიურიძემ განუცხადა. მისი თქმით, ფშაველი - აბანო- ომალოს გზაზე ამ დროისთვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
"დღეს შუადღიდან თუშეთის დათვალიერების მსურველებს უკვე შეეძლებათ შეფერხებების გარეშე იმოგზაურონ", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მალხაზ ოთიურიძემ.