მილიარდერ ინვესტორთან უორენ ბაფეტთან სადილობის უფლება საქველმოქმედო აუქციონზე 2,67 მილიონ დოლარად გაიყიდა.
თუმცა, უცნობია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ბაფეტთან ისადილებს.
აღსანიშნავია, რომ წელს 86 წლის მილიარდერთან ერთად სადილის უფლება აუქციონზე უფრო იაფად გაიყიდა, ვიდრე გასულ წელს. შარშან ჩინურმა კომპანია Dalian Zeus Entertainment-მა ბაფეტთან სადილის სანაცვლოდ 3,45 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ტრადიციულად, ბაფეტთან სადილი ნიუ იორკში მდებარე სტეიკ ჰაუზში Smith and Wollensky-ში იმართება. თუმცა, როდესაც აუქციონში გამარჯვებული ამჯობინებს ანონიმად დარჩეს, სადილის ადგილმდებარეობა უცნობია. ბაფეტთან შეხვედრისას ინვესტორი ყველა კითხვას პასუხობს. ერთადერთი შეზღუდვა ბაფეთის საინვესტიციო გეგმების შესახებ შეკითხვაზე ვრცელდება.
საქველმოქმედო აუქციონის ჩატარების იდეა ბაფეტის აწ უკვე გარდაცვლილ მეუღლეს სიუზი ბაფეტს ეკუთვნის, რომელიც ამ ორგანიზაციის მოხალისე იყო. 2000 წლიდან მოყოლებული აუქციონის შედეგად 25 მილიონი დოლარი შეგროვდა. შემოსული თანხით აუქციონის ორგანიზატორი უსახლკაროებსა და გაჭირვებულებს ეხმარებდა.
2000 წელს ჩატარებულ პირველ აუქციონზე ბაფეტთან სადილი 25 ათას დოლარად გაიყიდა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სადილის შემდეგ ბაფეტმა თავისთან მუშაობა შესთავაზა, ტედ ვეშლერი გახდა. 2011 და 2012 წლებში ვეშლერმა ამერიკელ ინვესტორთან სადილის სანაცვლოდ ჯამში 5 მილიონი დოლარი გაიდახადა.