საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 14 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17,551.03 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საბერძნეთის მოქალაქე მ.კ-სა და აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ა-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 17,551.03 ლარის ოდენობით შეეფარდათ.