საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 12,640 ღერი) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებს ს.ჰ-ს, ა.გ-ს, რუსეთის მოქალაქე ა.ბ-ს და საქართველოს მოქალაქე ნ.ჭ-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა თითოეულს ათასი ლარის ოდენობით. სომხეთის მოქალაქეს, მ.მ-ს კი ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.