9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენცია გამართა თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“.
MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იყო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა და განვითარება დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა აქტუალური საკითხები.
ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:
ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.
“9 ივნისს პაშა ბანკმა MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილეს ჯანდაცვის სექტორი საქართველოში. შეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ ინფორმატიული იყო და ჩართულობით გამოირჩეოდა. მოხარული ვართ, რომ სტუმრებისგან, ისევე, როგორც გამომსვლელებისგან, დადებითი შეფასებები მივიღეთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს კიდევ ერთ კონფერენციას ვგეგმავთ. ვთვლით, რომ ეს შეხვედრები ქმნის კომფორტულ სივრცეს, სადაც კონკრეტული სექტორების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ღია დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება.“- განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.
MEETING ROOM-ის შესახებ:
MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნესკონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.
MEETING ROOM-ის ორი შეხვედრა გაიმართა გასული წლის ივნისში და დეკემბერში თემებით - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ და „განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე“.