რკინიგზის სატრანზიტო ტვირთები შარშან 11% -ით შემცირდა

რკინიგზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,9 მილიონ ტონამდე, 9,4%-ით შემცირდა და 18,2 მილიონი ტონა შეადგინა.

ტვირთებმა ყველა მიმართულებით დაიკლო, ექსპორტის გარდა, რომელმაც მინიმალურად, 1,7%-ით მოიმატა, 1,7 მილიონ ტონამდე.

თუმცა, სატრანზიტო ტვირთებმა, რომელსაც მთლიან მოცულობაში 61% უკავია, 7,7%-ით მოიკლო და 11,2 მილიონი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება ტვირთების სახეობებს, ნავთობი და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებმა 384 ათასი ტონით, ანუ, 4%-ით მოიკლო, 9,1 მილიონ ტონამდე, 471 ათასი ტონით, 33 %-ით -მარცვლეულმა, 952 ათას ტონამდე, ხოლო 11,5%-ით - შაქარმა, 610 ათას ტონამდე.

13,7% -ით შემცირდა რკინისა და მარგანეცის მადანის გადაზიდვები (720 ათასი ტონა). ხოლო 2,5-ჯერ - ფერადი ლითონის მადანი (743 ათასი ტონა), უმნიშვნელოდ, 5%-ით, მოიკლო ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვებმა, 481 ათას ტონამდე.