რა ქონებას ფლობს ალექსანდრე ჭიკაიძე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მდივნის მოადგილის ალექსანდრე ჭიკაიძის შემოსავალმა გასულ წელს 71 700 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჭიკაიძე თბილისში 100,10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მის მფლობელობაშია ასევე 293 კვ. მეტრის მშენებარე ბინა, რომელშიც 169 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჭიკაიძეს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში არც ნაღდი ფულადი თანხის სახით და არც ბანკის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ჭიკაიძეს აქვს იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც წლის განმავლობაში მისმა გასავალმა 10 000 დოლარი შეადგინა.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მდივნის მოადგილეს ჰყავს მეუღლე - ნათია ოკრიბელაშვილი და შვილები - გივი, ნატალია და ნიკოლოზ ჭიკაიძეები. მეუღლის შემოსავალმა შინაგან საქმეთა სამინისტროში თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობისას 2016 წლის განმავლობაში 12 ათასი ლარი შეადგინა.