Globex Analytics-ის ექსპერტებმა ცნობილი ადამიანების ისტორიების, წიგნების, სტატიების ანალიზის შედეგად თქვენთვის მარტივი რეკომენდაციები მოამზადეს. რეკომენდაციები დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული და მდიდარი ადამიანი.
1. შეწყვიტეთ საათობრივად მუშაობა
თუ სამუშაო ადგილას მარტო იმაზე ფიქრობთ, თუ როგორ მოხვიდეთ და წახვიდეთ დროულად, ასეთი საქმიანობა არ მოიტანს რაიმე სარგებელს და არც ფულს. თქვენი ცხოვრება გადაიქცევა თქვენი სამსახურის ხანგრძლივ საათებად დასვენების დღეების მოლოდინში. დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიიღოთ შემოსავალი შედეგისთვის და არა - სამსახურში გატარებული დროისთვის. ასეთი საქმიანობა მოგცემთ მოტივაციას იმუშაოთ უფრო ეფექტურად და არა უფრო ხანგრძლივად. წაიკითხეთ ტიმოტი ფერისის წიგნი «ოთხსაათიანი სამუშაო კვირა». წიგნი კარგ დახმარებას გაგიწევთ ახალი ცხოვრების დაწყებაში.2. გადააქციეთ თქვენი უნარები ფულად
თუ საყვარელი საქმიანობა გაქვთ ან შეგიძლიათ რამის კეთება სხვებზე უკეთ, ყველანაირი შანსი გაქვთ შექმნათ საკუთარი ბიზნესი. არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ ძაღლები თუ ხართ კარგი გამყიდველი - ისწავლეთ სარგებელის მიღება იმისგან, რაც გაინტერესებთ. გამოიყენეთ თქვენი უნიკალურობა ფულის გამომუშავებისთვის.3. იპოვეთ მენტორი
იპოვეთ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იგივე საქმით, რაც თქვენ, და მიაღწიეთ წარმატებას ამ სფეროში. დარეგისტრირდით ტრენინგებზე სპეციალიზირებულ ცენტრებში ახალი პროფესიიის მისაღებად. მაგალითად, თუ გინდათ გახდეთ ტრეიდერი და ისწავლოთ ვალუტაზე გამომუშავება საქართველოში, მობრძანდით Globex Analytics-ის ცენტრში. დასვით შეკითხვები მენტორებს, ნუ შეგრცხვებათ მიმართოთ თხოვნით კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ან ზოგადი რჩევის მისაღებად. მდიდარ ადამიანებს ამოძრავებს სწავლის და გაზრდის სურვილი. რაც უფრო ბევრ შეკითხვას უსვამთ გამოცდილ ადამიანებს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ ისწავლოთ სხვის შეცდომებსა და გამოცდილებაზე.4. დრო დაუთმეთ თვითრეკლამას
პოტენციური კლიენტები და დამსაქმებლები ვერ გაიგებენ თქვენზე და და თქვენს პროდუქტზე, თუ თქვენ არ მოუყვებით ამის შესახებ. წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტია - ილაპარაკოთ თქვენზე ან თქვენს პროდუქტზე. ნუ მოგერიდებათ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი. აქტიურად გამოიყენეთ სოციალური ქსელები, მეგობრები, რეკლამის სხვა ისნტრუმენტები იმისთვის, რომ შექმნათ რეპუტაცია და გახდეთ ცნობადი.5. შეცვალეთ სურვილები მიზნებით
მდიდარი ხალხი არ აძლევეს თავს იმის საშუალებას, რომ მათი წარმატება იყოს დამოკიდებული მარტო იმედებზე. მათი წარმატება - ზუსტად განსაზღვრული მიზნების შედეგია. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი იდეების განხორციელებაში - ჯერ ერთი კვირით, მერე ერთი თვით, ნახევარი წლით, შემდეგ ერთი წლით და ასე შემდეგ. დაიწყეთ გზა პატარა ნაბიჯებით. რაც უფრო თავდაჯერებულად იქნებით, მით უფრო გრძელვადიანი გახდება თქვენი მიზნები. არ შეგეშინდეთ თქვენი მიზნების შეცვლის, თუ ეს აუცილებელია თქვენი წარმატებისთვის.6. საკრედიტო ლიმიტი წარუმატებლობებს
რა თქმა უნდა, თქვენს წარმატებას აქვს შეუზღუდავი დროის და ფულის საკრედიტო ლიმიტი. გაიზიარეთ ეს ლიმიტი წარუმატებლობებთან. მიეცით მათ უფლება იარსებონ თქვენს ცხოვრებაში, ხოლო თქვენ შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნებისმიერი მარცხი - ეს არის ახალი გამოცდილება. წარუმატებლობა აღიქვით, როგორც დროებითი მოვლენა, ხოლო წარმატება როგორც მუდმივი.7. თქვენმა ფულმა უნდა იმუშაოს
თქვენ ბევრს მუშაობთ, რომ გამოიმუშავოთ. თქვენმა ფულმაც უნდა იმუშაოს თქვენთვის. გამოიმუშავეთ ვალუტაზე და საფინანსო ბაზრის სხვა ინსტრუმენტებზე, გააკეთეთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში, მიწაში, მანქანებში - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი სახსრების გაზრდაში. თუ თქვენ და თქვენი ფული მუშაობთ ერთდროულად - თქვენი გამდიდრება ხდება უფრო მალე.8. სჯობს ნაკლები და მეტი
ვალუტაში ინვესტირების დროს გახსოვდეთ რისკების შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, დამწყებების 90% კარგავს პირველ დეპოზიტს და ტრეიდინგში იმედგაცრუებულები ტოვებენ ამ სფეროს. დარჩენილი მეოთხედი ან ნაკლები ხდებიან წარმატებული ინვესტორები ან პროფესიული ტრეიდერები. იმისთვის, რომ იყოთ მათ შორის, საჭიროა ბევრი ნიუანსის გათვალისწინება და ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის ძირითადი წესების დაცვა.
9. შეინარჩუნეთ წესრიგი
შემოქმედებითი არეულობა შემოქმედებითი ხალხისთვის არის ნორმა და არა წესების დარღვევა. მაგრამ გამომუშავებაზე ორიენტირებულ ადამიანს არეულობა ხელს უშლის იფიქროს მუშაობაზე და მოახდინოს ჩანაფიქრის რეალიზება. მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო ადგილი და შეიქმნება სივრცე ახალი იდეებისთვის. გაგიკვირდებათ, რამდენად პროდუქტიული იქნებით დალაგებულ ოთახში.10. გქონდეთ კომუნიკაცია წარმატებულ ხალხთან
მეგობრული ურთიერთობა წარმატებულ ხალხთან არის კარგი გზა გახდეთ წარმატებული. ასეთი ნაცნობების წრის შექმნით თქვენ შეძლებთ გაიგოთ სიმდიდრეზე და ბიზნესზე გამოცდილი პროფესიონალებისგან. გარდა ამისა, ეს ნაცნობობა დაგეხმარებათ თქვენი პირადი საკლიენტო ბაზის გაზრდაში.