სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყებიან, პროცესი 19:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ბრალდებულთა ადვოკატები ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ. დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოსაც შესთავაზებს, თუმცა გირაოს ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.