რეფინანსირების სესხი ექვსმა ბანკმა მიიღო

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე 420 მილიონი ლარის სესხი გაიცა. განაცხადი ერთბაშად ექვს კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4%-ით, მაქსიმალური 4.02 %-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად - 4%-ზე დატოვა, თავისი გადაწყვეტილება კი რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებით ახსნა.