ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიურ ანგარიშს აცნობს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისადაა მომზადებული და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

კობა გვენეტაძე ყურადღებას იმ მიმართულებებზე გაამახვილებს, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.