ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ მარტვილის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
როგორც სოფელ ნაგვაზაოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, წვიმის შედეგად წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც 20-ზე მეტ ოჯახში წყალი პირველ სართულზე შევიდა.
მათივე ინფორმაციით, ასევე დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, განადგურებულია მოსავალი, დაიხრჩო წვრილფეხა საქონელი. ადგილობრივების განცხადებით, რაიონში აჟამად უამინდობაა, არაერთი შეტყობინების მიუხედავად კი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან.