მიუნხენის მერიაში დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვაზე ფიქრობენ.
უფრო კონკრეტულად, საუბარია სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ძრავი არ შეესაბამება ევრო 6-ის ეკოლოგიურ სტანდარტებს.
თუმცა, გამონაკლისი იქნება დაშვებული ტაქსისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მიუნხენის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჰაერში ოქსიდების შემცველობის მაჩვენებლის ზრდა შემაშფოთებელ ზღვარზეა.
მერიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გიგანტი ავტომწარმოებლები BMW და Daimler გამოდიან. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა ჰაერის დაბინძურების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ევრო 5-ის სტანდარტის ავტომფლობელთა მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში მსუბუქი ავტომობილების თითქმის ნახევარი დიზელზე მუშაობს.