ხობის გამგებლის, გოჩა ქაჯაიას ინფორმაციით, სტიქიამ სოფელ ბიაში მდებარე ხიდის გარდა, კიდევ რამდენიმე საფეხმავლო ხიდი წაიღო.
გამგებლის განცხადებით, მათი ნაწილის აღდგენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება, დანარჩენის აღსადგენად კი, ზარალის საბოლოო შეჯამების შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ.
“სოფელ ბიას ხიდი ერთადერთი იყო, რომელიც ადგილობრივებს აკავშირებდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან. ეს იყო 150-მეტრიანი ხიდი. აქ არის საუბარი საკმაოდ დიდ თანხებზე, რასაც ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალურ მთავრობას მივმართავთ”, - აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ.