ბარ-რესტორანი თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში

ბარ-რესტორანი რეგიონის ყველაზე მაღალ სასტუმროში პანორამული ხედებით - ალბათ, რთულია ამ შეთავაზებამ ადამიანი არ დააინტერესოს.

ეს არის ”ზიმი” სასტუმრო ”ბილტმორ თბილისში”, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც მდიდრულ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარება უყვარს.

bpn

ბარ-რესტორანი 2016 წელს გაიხსნა, თუმცა მასზე საუბარი და მითქმა-მოთქმა დიდი ხნით ადრე დაიწყო, ის ხომ ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობის, ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს. ”ზიმი” ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბარი მდებარეობს სასტუმროს 30-ე სართულზე და სტუმრებს ალკოჰოლური სასმელებისა და საკვების განსაკუთრებულ არჩევანს სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს ბარში ცოცხალი მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. პროგრამა 9 საათზე იწყება.

რაც შეეხება რესტორანს, ის ბარის ზემოთ, 31-ე სართულზე მდებარეობს. ბარიდან ასვლა მინის გამჭვირვალე ლიფტით ან დარბაზში განთავსებული დახვეული კიბითაა შესაძლებელი. რესტორანი საუკეთესო ადგილია რომანტიკული შეხვედრებისა და ბიზნეს სადილებისთვის, დაბადების დღისა თუ საქორწილო წვეულებისთვის.bpn

„ზიმიდან“ საოცარი ხედები იშლება ქალაქის როგორც ძველ, ისე ახალ ნაწილზე.

განსაკუთრებული მდებარეობის გარდა, ბარ-რესტორანი კულინარიითაც გამოირჩევა. აქ გასტრონომია სრულიად ახალ, განსაკუთრებულ მწვერვალს აღწევს.

„ზიმში“ მთავარი აქცენტი საკვებზე, მუსიკასა და ხელოვნებაზე კეთდება. ინტერიერში შესამჩნევია კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზი, ჭარბობს ოქროსფერი, რუხი, ჩალისფერი, რაც ფუფუნებისა და სიმდიდრის განწყობას ქმნის.

bpnსაინტერესოა, ბარ-რესტორნის დასახელების ისტორიაც. ”ზიმი” (Xema) თოლიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც კუნძულ გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება. სახელი, ასევე, ასოცირდება სიტყვასთან ექსტრემალური (extreme).

მნიშვნელოვანია, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე, „ზიმის“ სტუმრებისთვის სპეციალური აქცია ამოქმედა: ყოველ დახარჯულ 70 ლარზე (+ დღგ) სტუმარს „ბილტმორის“ აუზის ერთდღიანი სასაჩუქრე საშვი გადაეცემა.