გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ”ნიკორას” პროდუქტს ანიჭებს

bpn.ge-სა და Ambebi.ge-ზე გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობისთვის ყველაზე მისაღები ”ნიკორას” ხორცპროდუქტები აღმოჩნდა.

რომელი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის პროდუქტს მოიხმართ ყველაზე ხშირად? - ამ კითხვით bpn.ge-მა Ambebi.ge-სთან ერთად, მკითხველს 24 მარტს მიმართა.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ”ნიკორას” შემდეგ, მომხმარებელი ”მითანას” და ”ვაკის” პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო შემდგომ პოზიციებს ”ლიდერფუდი” და "მარშე” ინაწილებენ.

გამოკითხვა ორივე საიტზე 28 მარტს დასრულდა. მასში მონაწილეობა სულ 3292-მა ადამიანმა მიიღო და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ლიდერფუდი - 8%

ნიკორა - 37,2 %

მითანა - 30,7 %

მარშე - 7,5 %

ვაკე - 9,1%

გერმანელი ყასაბი - 5,8 %

ონიმა - 1,7 %