კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2018 წელს დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2018 წელს დაუბრუნდება , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „საქსტატის“ მონაცემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.6% შეადგინა იმ ფონზე, როდესაც 2017 წელს წლიური მიზნობრივი ინფლაცია 4%-ია.

„წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი მიზეზებით, რომელთა მოქმედება უნდა ამოიწუროს ამავე წლის ბოლოს და უნდა დავუბრუნდეთ მიზნობრივ მაჩვენებელს 2018 წელს", - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ ინფლაციამ 8%-ს გადააჭარბოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ამას გადასცდება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დაახლოებით ივლისის შემდეგ უკვე ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.