ჩვენთვის ამოსავალია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები და მათ ნორმალურად შეძლონ ფუნქციონირება , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ახალი კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეგულაციები უწესდებათ, მათ შორის, ერთ-ერთია მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა.
კობა გვენეტაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია შესული, მალე დაიწყება.
„ჩვენთვის ამოსავალია ის, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები და მათ ნორმალურად შეძლონ ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რამდენი იქნება. ამას გვაჩვენებს ბაზარი, მაგრამ ის, რომ რეგულირება აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა გვენეტაძემ.