გზის უსაფრთხოების კამპანია “გაიცანით გრეჰემის“ რგოლმა საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე „კანის ლომები 2017“ გრან პრი აიღო.
სარეკლამო რგოლი გამარჯვებულად ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კატეგორიაში ცნეს.
გრეჰემი ადამიანის ფორმის სკულპტურაა, რომელსაც ავარიის შემდეგ დაჭყლეტილი და დეფორმირებული სხეული აქვს. კამპანიის იდეაც სწორედ ეს იყო - ავტოკატასტროფის შედეგად დაზიანებული ადამიანის სხეული ეჩვენებინა.
გრეჰემი მხატვარმა პატრიცია პიჩინინიმ 2016 წელს ექიმ-ტრავმატოლოგებთან და ავტოკატასტროფების მკვლევარებთან ერთად შექმნა.
როგორც პატრიცია პიჩინინი ამბობს, გრეჰემი შექმნილია იმისთვის, რომ დააფიქროს მაყურებელი, თუ რამდენად დაუცველია ის გზაზე.
გარდა გრან პრისა, კამპანიამ ერთი ოქროს ლომი, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს ლომიც მოიგო.