2017 წლის იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97,554 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 352,044 მილიონი ლარი იყო. 2016 წლის იანვარ-მაისში კი 254,490 მილიონი ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში ბანკების შემოსავლებმა - 1,815,394 მილიარდი ლარი, ხარჯებმა კი - 1,421,642მილიარდი ლარი შეადგინა.