კონვერტირებადი ლეპტოპების გამას სითხელის მიხედვით ახალი ლიდერი ჰყავს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია Asus-მა ტაიპეიში გამართულ Computex-ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე ახალი მოდელი, სახელწოდებით Zenbook Flip S უჩვენა.
"ასუსის" ახალი მოდელი 10.9მმ სისქისაა და უფრო თხელია ვიდრე მისი კონკურენტები HP Spectre x360 13.8მმ და Apple MacBook Air 17მმ.
ტაივანური კომპანიის სიახლეს 13,3-დუიმიანი ეკრანი აქვს, რომელიც 360 გრადუსით იხსნება. ლეპტოპის წონა 1,1 კგ-ია და ამ მაჩვენებლითაც უფრო მჩატეა, ვიდრე მისი ზემოთ ჩამოთვლილი კონკურენტები.
მოწყობილობის სასტარტო ღირებულება 1,099 დოლარია. ლეპტოპი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის დამცავი სენსორით, 4K დისპლეით. სხვა მოდელების მსგავსად, 2 USB-C პორტი აქვს და Windows-ისა და OS ოპერატიული მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება Zenbook Flip S-ის თავსახურის გამძლეობას, როგორც კომპანიაში განმარტავენ, სულ ცოტა 20 000 გახსნა-დახურვაზეა გათვლილი.
კოკა კვირკველია