საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი შეიცვალა

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი შეიცვალა.როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხის გამოანგარიშებისას, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, გათვალისწინებული იქნება დანამატები.

ამ დრომდე პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის გაცემა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით ხდებოდა.