ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ საჯარო გახსნაზე განაცხადა.
„დაახლოებით, ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის გარეშე წარმოდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება.
„გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა გაგუამ.