საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) დასრულებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროგრამის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა პროგრამას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SDC) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი, დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და პროგრამის განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.