რამდენიმე წუთიანი გათიშვის შემდეგ, "სილქნეტის" ინტერნეტი აღდგა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გათიშვის მიზეზი გლობალური შეფერხება გახდა. მათივე თქმით, ამ ეტპაზე კონკრეტული მიზეზების მოკვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ”სილქნეტის” სერვისის მიწოდება ყველა აბონენტისთვის აღდგენილია.
სააქციო საზოგადოება "სილქნეტი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.