”სმარტი” რამდენიმე დიდი ფორმატის სუპერმარკეტს ”კარფურს” მიყიდის.
ამის შესახებ ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ”კარფური” ვაკესა და ვაზისუბანში მდებარე ”სმარტის” ფილიალებში გაიხსნება.
”სმარტი” განვითარებას გააგრძელებს საწყის ფორმატში, საიდანაც დაიწყო. კერძოდ, მოხდება პატარა ფორმატის სუპერმარკეტების განვითარება. ”სმარტის” პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა განთავსებული იქნება ავტოგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე და ასევე, ავტობანებზე. ყველა პატარა ზომის სუპერმარკეტი, რომელიც ”სმარტმა” გახსნა საქართველოში მომგებიანია და აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესის ამ ფორმატში განვითარება ”ვისოლ ჯგუფისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ”ვისოლ ჯგუფსა” და ”კარფურს” შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, დამატებით ინვესტიციებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც შეიქმნება თანამედროვე ცენტრების მეშვეობით და რასაკვირველია, დამატებით სამუშაო ადგილებს. 25 მაისს ჩვენ უკვე პირველი პროექტი დავიწყეთ ”კარფურთან” გლდანში”, - განაცხადა ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.