თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კომპანია Dafang International Group-ის პრეზიდენტ ლუ იუჰანგს შეხვდა.კომპანიის წარმომადგენლები თბილისში საინვესტიციო კლიმატითა და პროექტებით დაინტერესდნენ, ასევე, განიხილეს კულტურულ ტურიზმთან და სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებიც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განცხადა, რომ შეხვედრაზე კომპანია Dafang International Group-ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანმხდნენ.
„ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სოლიდური ჯგუფია. იმ ფონზე, როდესაც ქართულ-ჩინური ურთიერთობები აქტიურ რეჟიმშია და ვითარდება, ამ ტიპის თანამშრომლობა ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერიაში კომპანია „Dafang International Group“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თბილისის განვითარების ფონდის, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.